logo
ENG



"პუტინზე მიბმული მონები" - გახელაძის პატიმრობის ფონზე, მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

05 თებ 202115:36
3 წუთის საკითხავი
 
"პუტინზე მიბმული მონები" - გახელაძის პატიმრობის ფონზე, მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 12-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების უმოქმედობას აპროსტებენ.

აქციის ერთერთი მონაწილე გიგა მაქარაშვილი საგარეო უწყებას უპასუხისმგებლობა ქმედებებში ადანაშაულებს. აქტივისტმა ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე "მიბმული მონები" უწოდა. 

"ეს არის არაფრის კეთება ამ უწყების (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხრიდან, რომელიც არის კიდევ ერთი სახე ქართული ოცნების, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის მოქალაქეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლით პატიმრობაში უშვებდნენ და ვერაფერს აკეთებდე?! არაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ მონები არიან, პუტინზე მიბმული მონები. პუტინმა რომ უთხრას, კიდევ 20 ათასი კაცი გამოუშვი და 100-100 წელი უნდა მივცე, გაუშვებენ, პრობლემა არ აქვთ, რადგან ესენი არიან მონები და მონების დრო ამ ქვეყანაში აღარ არის", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

 


close დახურვა